"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
ბათუმში მიმავალ საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც გუნდი რიზეს აეროპორტში დაეშვა. ინციდენტის მიუხედავად, გუნდი ბათუმში ავტობუსით ჩავიდა და მატჩი „ბათუმი არენაზე“ დანიშნულ დროს გაიმართება.

როგორც იცით, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის ბათუმში უნდა ჩატარდეს. თურქული გუნდის თვითმფრინავს, რომელიც აჭარის დედაქალაქში მიფრინავდა, მეხი დაეცა და რიზეს აეროპორტში დაეშვა.
რიზედან "ბეშიქთაში" ავტობუსით გაემგზავრა და ბათუმში ჩავიდა.
ასე რომ, შეხვედრა მაყურებელთა თანდასწრებით „ბათუმი არენაზე“ დანიშნულ დროს, 26 ნოემბერს 21:45 საათზე დაიწყება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…