პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივართა დაპირისპირებისას 4 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამართალდამცველებს საფრთხის არიდებისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, გუშინ, ბათუმში "ბეშიქ თაშისა" და "ჰა პოელ ბეერ შევას" მატჩის დროს გულშემატკივრების დაპირისპირების დეესკალაციის და ღირსეულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ჩატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც, რეალურად, გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ამ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო.

გდდ-ს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სამწუხაროდ ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში "ბეშიქ თაშისა" და "ჰა პოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, გუკლშემატკივრები თამაშის დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურცხყოფა პოლიცილებეს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, 16 ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ "უეფას" აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.

"უეფამ" მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
  2. პირველი არხისამთავრობოსულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
  4. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები