პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში მომხდარი ინციდენტისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. ზურაბ პატარაძის ცნობით, „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
იმედინიუსი

ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ავრცელებს.

ამასთან, ზურაბ პატარაძე წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მან შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განიხილეს გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

„ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რომელიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მოედანზე თუ ქალაქში მათი გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციულ ქმედებებს მიმართეს. აღნიშნული ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს პატარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები
  2. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზურაბ პატარიძე - თურქეთის ელჩს ელჩს განვუმარტე, რომ ქომაგების ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ ესროლეს პოლიციელებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, საზღვარზე აღმოაჩნდათ შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისათვის
  4. TV პირველიოპოზიციური„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია - ზურაბ პატარაძე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზურაბ პატარაძე - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  6. TV პირველიოპოზიციურითურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძე
  7. POSTVსამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  8. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
  9. ბათუმელებიოპოზიციური„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
  10. ალიაოპოზიციური“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, 16 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები