შს მინისტრი - საზღვარზე 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერის ჩამორთმევა და ამოღება მოხდა - ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო
შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი ამოიღეს, რამაც ბათუმში მატჩის დროს პროცესების უმართავად განვითარება აღკვეთა.

საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში აღკვეთილი იქნა ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული - ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, მატჩის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ბანერებთან დაკავშირებით საპოლიციო ატაშეები თურქ კოლეგებს დაუკავშირდნენ და შედეგად მათგან მადლობაც მიიღეს.
„ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე მატჩამდე, ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით, 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…