პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ

სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ მუსტაფა ჩიფჩის განუცხადა, რომ ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ქართულ უწყებებს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
ინტერპრესნიუსი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს და მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთება გამოხატა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის.

თურქული მედია წერს, რომ ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

თამაზაშვილმა ჩიფჩის განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მან ასევე აცნობა თურქ კოლეგას, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები