პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით

ბათუმში თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თურქულმა მედიამ საქართველოსა და თურქეთის შს მინისტრების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მხარეები ვითარების მშვიდობიანად მოგვარებაზე საუბრობენ.

ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით
TV პირველი

ბათუმში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას, მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს, ვითარება მშვიდობიანად და კარგად დასრულდეს.

საუბრის ვიდეოჩანაწერი თურქულმა მედიამ გაავრცელა. - თამაზაშვილის კომუნიკაცია თურქ კოლეგასთან უწყებას ჯერ არ დაუდასტურებია.

თურქული გამოცემების ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს სთხოვა, თურქ გულშემატკივრებს, როგორც სტუმრებს, მაქსიმალურად კარგად მოპყრობოდნენ:

„ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - აღნიშნა მუსტაფა ჩიფთჩიმ.

თურქული მედიის ცნობით, სულხან თამაზაშვილის თქმით, ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით მისი მოადგილე იმყოფება და პოლიცია ცდილობს, ძალის გამოყენება საჭირო არ გახდეს:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს... თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadoluწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები