სულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
ბათუმში საფეხბურთო მატჩისას 4 პოლიციელი დაშავდა; სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, თუმცა ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება და მათ ქვეყანაში შემოსვლა შესაძლოა აეკრძალოთ.

ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი, - განაცხადა შს მინისტრმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, მისივე თქმით, ყველა ადმინისტრაციულად დაკავებული ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
„მსგავსი კითხვა არ დაუსვამს კოლეგას, თუმცა მე ვუთხარი, რომ დაშავებულია ამდენი პოლიციელი და ამდენი ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის შესაძლებელია აეკრძალოთ.
სპოტული ღონისძიებების ფარგლებში ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგაოდოებრივ წესრიგს ყოველთვის პოლიცია იცავს. გამომდინარე აქედან, სამწუხაროდ, ჩვენმა 4-მა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ, მაგრამ, ყველა წარმოებაზე შედეგი იქნება“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს
სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…