პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული საფეხბურთო მატჩისას პოლიციამ ქვეყანა დიდ საფრთხეებს აარიდა, საპოლიციო ღონისძიებებისას კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დაშავდა.

სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
პირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცველებმა ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ რეალურად აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ვთვლი, რომ ბიჭებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას და მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
  3. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამაზაშვილი: თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები