ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: სამარცხვინო საქციელი
ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშის“ ფანების პოლიციასთან დაპირისპირებას „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“ და „სამარცხვინო საქციელი“ უწოდა.

საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მან „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან გააზიარა და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“, - დაწერა ელჩმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…