სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ბათუმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა.

მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გუშინ ბათუმში მომხდარი ფაქტის შეფასებისას.
მისივე თქმით, მათი მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
„მიმაჩნია, რომ ზალიან ღირსეულად გაართვეს თავი ბიჭებმა ამ ამოცანას და მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს
სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
სულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…