უნგრეთის საელჩო: უნგრეთის საელჩო ღრმა სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს - ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც ეს დამანგრეველი ტრაგედია გამოსცადეს
უნგრეთის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

უნგრეთის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს - დიპლომატიური უწყებს, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.
"უნგრეთის საელჩო ღრმა სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც ეს დამანგრეველი ტრაგედია გამოსცადეს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდს გადის - ძალასა და გამძლეობას.
ამ მძიმე განსაცდელის ჟამს უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას." - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…