პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, რის შესახებაც მერია იტყობინება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
იმედინიუსი

თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ადგილას საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).

„სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ატარებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები