პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე: ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ბუნებრივი აირის, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება. როცა ბუნებრივი აირის კონცენტრაცია 15%-ს სცდება ჟანგბადთან მიმართებით, ეს იწვევს ადგილ-ადგილ აალებას და არა აფეთქებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. მისი თქმით, კომპანიის სპეციალისტებს ადგილზე შესვლის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ, რადგან იქ შსს-ს ექსპერტები მუშაობენ.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე: ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ბუნებრივი აირის, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება. როცა ბუნებრივი აირის კონცენტრაცია 15%-ს სცდება ჟანგბადთან მიმართებით, ეს იწვევს ადგილ-ადგილ აალებას და არა აფეთქებას
იმედინიუსი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახს ჩემი და კომპანიის სახელით, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, კომპანიის სპეციალისტებს საშუალება არ აქვთ, რომ შემთხვევის ადგილზე შევიდნენ, რადგან იქ შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ჩვენ სპეციალისტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ შევიდნენ და შეისწავლონ ვითარება, რადგან იქ მუშაობენ შსს-ს ექსპერტები. სავარაუდო მიზეზად მოცემულია ბუნებრივი აირის დაგროვება და აფეთქება. ეს ადამიანი 2025 წლის დეკემბრიდან აფეთქებამდე არ მოიხმარდა ბუნებრივ აირს. როგორც მეზობლები ამბობენ, გუშინწინ ჩამოვიდა და თავად ამბობდა, რომ ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას და ვერ ჩართო. რთულია პასუხის გაცემა, დარჩა, ვერ გადაკეტა თუ არ გადაკეტა. კამფორა შეიძლება გადასწიოს მობინადრემ და უბრალოდ დაავიწყდეს - ადამიანური ფაქტორია. ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ბუნებრივი აირის - 5-დან 15%-მდე, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება. როცა ბუნებრივი აირის კონცენტრაცია 15%-ს სცდება ჟანგბადთან მიმართებაში, ეს იწვევს ადგილ-ადგილ აალებას და არა აფეთქებას.

შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი - ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა. გამორიცხულია, რომ 600 000 აბონენტს ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს კომპანიამ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი ზარი შემოვა, დაუყოვნებლივ მოვიდეთ ადგილზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ლეფსვერიძე: შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი - ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ - ინტერვიუ "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილესთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები