პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 10 თვეში გაზის უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა გამოვლინდა, რასაც მხუთავი აირით 32 ადამიანის ინტოქსიკაცია და 2 პირის გარდაცვალება მოჰყვა.

15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ
BM.GE

2026 წლის 10 თვეში „თბილისი ენერჯიმ“ დედაქალაქის მასშტაბით გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

კერძოდ, Bm.ge-სთვის მოწოდებულ სტატისტიკაში ასახულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის სპეციალისტებმა სულ 274 777 აბონენტი შეამოწმეს და უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა გამოავლინეს.

სად არღვევენ წესებს ყველაზე ხშირად?

დარღვევების რაოდენობით დედაქალაქის უბნებს შორის პირველ ადგილზე ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონია, ყველაზე ნაკლები დარღვევა კი ვაკე-წყნეთის ტერიტორიაზე აღირიცხა:

ჩუღურეთი – ნაძალადევი: 3 255 დარღვევა

სამგორი – ვარკეთილი: 2 781 დარღვევა

გლდანი – სანზონა: 2 140 დარღვევა

ისანი – ვაზისუბანი: 1 895 დარღვევა

მთაწმინდა – კრწანისი: 1 589 დარღვევა

საბურთალო – ნუცუბიძე: 1 385 დარღვევა

დიდუბე – დიღომი: 1 220 დარღვევა

ვაკე – წყნეთი: 1 059 დარღვევა

გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟსა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვა:

ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარების შედეგად მხუთავი აირით (CO-თი) ინტოქსიკაცია 32-მა ადამიანმა მიიღო;

აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს.

გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114. ზარის განხორციელება და მომსახურება სრულიად უფასოა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი ლეფსვერიძე: ბინაში 99% რომ იყოს ჟანგბადი და 1% CO რომ შეერიოს, 2-დან 5 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. CO არასრული წვის პროდუქტია, არასრული წვა კი იმიტომ ხდება, რომ მოქალაქე ყიდულობს ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარს და ამონტაჟებინებს ადამიანს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები