პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"უფალს ვთხოვ, შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები" - ვაკეში პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა დუმილი დაარღვია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვაკეში პენსიონერ ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა არობელიძის ცოლმა მაკა სალუქვაძემ დუმილი დაარღვია, მოკლულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და საზოგადოებას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"უფალს ვთხოვ, შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები" - ვაკეში პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა დუმილი დაარღვია
TV პირველი

ვაკეში პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა დუმილი დაარღვია - გელა არობელიძის ცოლი, მაკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უთვლის მოკლულის ოჯახს.

"უფალს ვთხოვ, შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები" - წერს არობელიძის მეუღლე.

ქალი მხარეებს და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკაონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

გაგიკვიდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო. მიცნობთ თუ არ მიცნობთ ყველა დამიჯერებთ, თუ როგორი მძიმე იქნება ჩემი მდგომარეობა. უფალს ვთხოვ შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები. ღვთის სამართალი და კაცის ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ გთხოვთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთის განკითხვისაგან, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. განა შეღავათია თქვა დანა გულში ან მუცელში მოხვდა, როცა ფეხის კუნთია დაშავებული. განა შეღავათია ჩემთვის გარდაცვლის წარსულზე შავბნელი ცნობების მოწოდება. დაე, უფალმა განსაჯოს. გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახს. უზომოა ჩემი მწუხარება, მაგრამ, როგორც პატარა ნაპერწკალი გულს მითბობს, თქვენი კეთილი სიტყვები გელას მიმართ გამოთქმული. მადლობა უფალს, მას ისე უცხოვრია, რომ ამ საშინელი იარლიყის მიუხედავად, სიყვარულით იხსენიებთ. სამოცი წელი ისე გაუვლია დასაშანტაჟებლად 10 წლის ასაკში მისი და პოლიციელი ბიძის ნათესაობა გამოიყენეს. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, მძიმე ამბით, რომ დავამძიმეთ სამყარო. მეუბნებიან, ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევაო, მაგრამ ვიცი აღარასოდეს იქნება ყველაფერი კარგად, როცა ღვთისა და ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს ამ საზარელ ფაქტს ვერ დაივიწყებ", - წერს არობელიძის ცოლი.

პენსიონერ ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - პენსიონერის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები