აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი გაზის აფეთქების გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიააზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…