პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოდ შეჰყავთ ნივთების გამოსატანად, განაცხადა თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ფონიჭალაში მომხდარზე - მეხანძრე-მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
ინტერპრესნიუსი

მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში - მათ პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ.

„მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში. პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას - უსაფრთხოებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ,“ - განაცხადა მუსელიანმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში" - ლევან მუსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები