პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
რუსთავი 2

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც მიმართავს, ბლანარი მწუხარებას გამოთქვამს საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებისა და შენობის ჩამონგრევის გამო.

სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი გაზის აფეთქებისა და საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ფიქრებით ქართველ ხალხთან ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ მას", - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები