პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

28 ოჯახი სასტუმროში გვყავს გადაყვანილი, სასტუმროს შემდეგ კი მათ ქირით გავიყვანთ. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება - კრწანისის რაიონის გამგებელი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ კორპუსიდან 28 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მათ ქირით უზრუნველყოფენ, აცხადებს კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია.

28 ოჯახი სასტუმროში გვყავს გადაყვანილი, სასტუმროს შემდეგ კი მათ ქირით გავიყვანთ. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება - კრწანისის რაიონის გამგებელი
რუსთავი 2

კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

ლაშა ცაგურიას თქმით, დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ამ ეტაპზე სასტუმროში არიან გადაყვანილები, შემდგომ კი მათ ქირით უზრუნველყოფენ.

"მოგეხსენებათ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუზიარებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მთლიანად საქართველოს. ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ კორპუსიდან გადაყვანილი გვყავს 28 ოჯახი სასტუმროში. სასტუმროს შემდეგ მათ გადავიყვანთ ქირით. ამ ეტაპზე, კორპუსის დარჩენილ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და მცხოვრებლები არიან შესახლებულები შიგნით. ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების ღობით", - განაცხადა ლაშა ცაგურია.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებიდან სამი ცხედარი ამოიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები