რა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახიდან, სადაც პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის ბრალდებებს უარყოფს. თავად მსჯავრდებული ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ვიდეომასალის შესწავლის შედეგად ძალადობის მტკიცებულებები ვერ ნახეს, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კადრებში პენიტენციური სამსახურის 10-მდე თანამშრომელი და პატიმარი ჩანს. ერთ-ერთ თანამშრომელს სამედიცინო ერთჯერადი ხელთათმანები უკეთია.
კადრების მიხედვით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები პატიმარს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორის მეშვეობით. რამდენიმე მათგანი დავითაძეს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ პატიმარს, რომელსაც ხელები ზურგზე აქვს მოთავსებული, თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.
თანამშრომლები ოთახს პატიმრის შეყვანიდან დაახლოებით ორ წუთში ტოვებენ.
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი მონაყოლი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
დავითაძე ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
პენიტენციურის პოზიცია
ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად, პენიტენციური სამსახური განმარტავს „დეესკალაციის ოთახში“ მსჯავრდებულის განთავსების პროცედურას. უწყების ცნობით, ამ საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, „რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით მსჯავრდებულს „იძულებით ჩაუტარეს შემოწმება“. უწყება „სრულ სიცრუეს“ უწოდებს პატიმრის ბრალდებას სექსუალურ ძალადობაზე.
„კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აცხადებენ უწყებაში.
პენიტენციური კვლავ ამბობს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია. სამსახური აცხადებს, რომ მზად არის, ეს მასალებიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ომბუდსმენი: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მედიასთან საუბარში დღეს, 2 ოქტომბერს, გამოეხმაურა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, საკითხი და ვიდეომასალა დეტალურად შეისწავლეს და ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ნახეს.
„ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „კატეგორიულად უარყო“ გიორგი დავითაძეზე სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება.
„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, - ეწერა განცხადებაში.
ოჯახი გამოძიებას რეაგირებისკენ მოუწოდებდა
21 სექტემბერს გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ დავითაძეზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
ოჯახის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი მათგანის მიმართ არ დაწყებულა.
დავითაძის დედა ირმა დავითაძე №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.
გიორგი დავითაძე სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შალვა ფერაძის დაჭრის საქმეზე იხდის. დავითაძის ოჯახი კი ციხეში მის მიმართ ძალადობას სწორედ ფერაძეს უკავშირებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულასიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
- რუსთავი 2"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ალიაპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
- POSTVპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
- ფორმულაპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
- იმედინიუსიპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
- რუსთავი 2სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
- ტაბულაპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
- ნეტგაზეთიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
- ალია10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
- ტაბულა"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
- ალია“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
- რუსთავი 2ცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
ციტატები სტატიიდან
„ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“
„კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…