ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი - გიორგი დავითაძე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს, ციხეში ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისგან პროვოკაციებს აქვს ადგილი, პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში კი პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან

იუსტიციის სამინისტრო

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად არ იღებს ორგანიზმში არსებულ საგანს და აპროტესტებს ციხის ადმინისტრაციას. ადვოკატის თქმით, დაწესებულებაში სიტუაცია დაძაბულია და პატიმრებზე ხორციელდება ფიზიკური ძალადობა. თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა.

ადვოკატი - გიორგი დავითაძე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს, ციხეში ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისგან პროვოკაციებს აქვს ადგილი, პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში კი პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან
ადვოკატი - გიორგი დავითაძე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს, ციხეში ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისგან პროვოკაციებს აქვს ადგილი, პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში კი პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიანინტერპრესნიუსი

ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით, ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნას, - ამის შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში სიტუაცია დაძაბულია და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი.

„გიორგი თავს მხნედ გრძნობს, ასევე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი. პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის მინიმუმ თანამდებობაზე ყოფნას, ხოლო მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დაუსჯელები არიან“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიდავითაძე ამბობს, რომ გაუპატიურების სკანდალის გახმაურების შემდეგ, ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიციხეში ზოგადი სიტუაცია დაძაბულია – დავითაძის ადვოკატი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გიორგი თავს მხნედ გრძნობს, ასევე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი. პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის მინიმუმ თანამდებობაზე ყოფნას, ხოლო მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დაუსჯელები არიან“
სალომე ჯანუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები