ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება

იუსტიციის სამინისტროტელეიმედი

იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მინისტრის თქმით, პატიმარმა პროტესტის ნიშნად შესაძლოა გაურკვეველი საგანი გადაყლაპა, თუმცა მანვე უარი განაცხადა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე შესამოწმებლად.

პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება
პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურებარუსთავი 2

"დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არანაირი პრობლემა მოცემულ ეტაპზე არ აღენიშნება. მოგეხსენებათ, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაურკვეველი საგნის გადაყლაპვას. დემონსტრაციულად მან ეს განახორციელა. თუმცა, დღეს დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, მან ნამდვილად გადაყლაპა თუ ეს იყო, უბრალოდ, მისი მხრიდან დემონსტრირება თავისი პროტესტის, რადგან მან არ მოგვცა საშუალება, გუშინ გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ,,იმედის'' ეთერში ჩართვისას.

მინისტრის თქმით, მსჯავრდებული 24-საათაინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის გაურესების შემთხვევაში მყისიერად გაეწევა სამედიცინო დახმარება.

"ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს აღნიშნული პატიმარი. სამედიცინო პერსონალი მას აკვირდება და თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მის ჯამრთელობას არანაირი საფრთხე არ აღენიშნება მოცემულ ეტაპზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არც ერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

"დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არანაირი პრობლემა მოცემულ ეტაპზე არ აღენიშნება. მოგეხსენებათ, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაურკვეველი საგნის გადაყლაპვას. დემონსტრაციულად მან ეს განახორციელა. თუმცა, დღეს დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, მან ნამდვილად გადაყლაპა თუ ეს იყო, უბრალოდ, მისი მხრიდან დემონსტრირება თავისი პროტესტის, რადგან მან არ მოგვცა საშუალება, გუშინ გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო“
პაატა სალია
„ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს აღნიშნული პატიმარი. სამედიცინო პერსონალი მას აკვირდება და თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მის ჯამრთელობას არანაირი საფრთხე არ აღენიშნება მოცემულ ეტაპზე“
პაატა სალია
„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.