პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, შს მინისტრმა დაადასტურა ის, რასაც დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა

ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით, შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის სიტყვებმა დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური დევნის ობიექტია, ხოლო დაშავებული პოლიციელების მიუხედავად „ბეშიქთაშის“ ქომაგების გათავისუფლება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, შს მინისტრმა დაადასტურა ის, რასაც დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა
ნეტგაზეთი

ადვოკატ მაია მწარიაშვილის შეფასებით, შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევას სამართალთან საერთო არაფერი ჰქონდა და ის პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა.

„როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან ამაყად განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევა იყო სხვა რამე და ეს იყო დემონსტრაციული სილა პოლიციისადმი, სწორედ ამით დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე. სამწუხაროდ, ბატონი მინისტრის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის ამ საკითხების სამართლებრივ შეფასებას. პირველ რიგში, როცა მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და დაკავებულები ადმინისტრაციულ ჯარიმებს მიიღებენო, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი უმეცრება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მწარიაშვილმა.

მისი თქმით, სხეულის დაზიანება ყოველთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიღმაა.

„ სხეულის დაზიანება როგორც კი არის, ავტომატურად უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლები გადაკვეთილია და გადავდივართ სისხლის სამართალში. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არავითარი სხეულის დაზიანება არ იყო და ყველაზე მძიმე შემთხვევაში — სილა, რომელმაც ლოყის გაწითლება გამოიწვია — სწორედაც რომ ეტეოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში. აქ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანებაც მიიღეს, მაგრამ მერე რა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო. ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივი აბრაკადაბრა, როგორც გაუხარდებათ ისე“, — ამბობს მწარიაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

„სამართლებრივად სასამართლომ განაჩენით დაადგინა პოლიციელ დგებუაძისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, რაღაცა საპოლიციო ფუნქციის შესრულებისას, რაც არ ვიცით რა არის, იმიტომ რომ განაჩენში არ წერია. ბატონი მინისტრი გამოვიდა და ბრძანა, რომ თურმე პოლიციელს გაარტყა სილა დემონსტრაციულად და ეს სხვა ტიპის დანაშაულიაო. თუ დემონსტრაციულად გაარტყა თუნდაც სილა, მაშინ არანაირი დანაშაული არ არის, მაშინ მას წინააღმდეგობა სწორედაც რომ არ გაუწევია. ამიტომ გასაგებია, თურქული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები რატომაც გაათავისუფლეს და ისიც გასაგებია, მზია ამაღლობელის პატიმრობა რა მოტივებზე დგას. პოლიტიკური მოტივებით მოხდა მათი გათავისუფლება და არა სამართლებრივით. თქვენ გინახავთ თუნდაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს განხილვამდე ათავისუფლებდნენ? მე არ მინახავს. ინდივიდუალური შემთხვევები რომც არ განვიხილოთ, თუ სხეულის დაზიანებები არსებობს, იქ არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღარ ვსაუბრობთ და წერტილი“, — ამბობს მწარიაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმის სტადიონზე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტებისას დაკავებული ყველა თურქი ქომაგი გათავისუფლებულია.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოთხი თანამშრომელი დაშავდა, სტადიონის ინფრასტრუქტურას კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, როგორც ირკვევა, უწყება დაკავებულთა სისხლის სამართლის წესით დასჯას არ გეგმავს.

ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თამაზაშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვეს ორმაგი სტანდარტების შესახებ. მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თურქულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა, სტადიონზე კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მიყენებულია მატერიალური ზიანი, თუმცა ქომაგები გაათავისუფლეს მაშინ, როდესაც ელენე ხოშტარია, არჩილ მუსელიანცი, მზია ამაღლობელი და სხვა პატიმრები სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში იმყოფებიან.

ელენე ხოშტარიას ბრალად ედება საარჩევნო პოსტერის დაზიანება, ხოლო მზია ამაღლობელს პოლიციელზე ძალადობა.

სულხან თამაზაშვილმა ამ საქმეების გაიგივება გამორიცხა და განაცხადა, რომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი „განსხვავებული მოვლენაა“, რადგან მისი აზრით, სპორტული ღონისძიებების დროს ქომაგებს განსაკუთრებული აგრესია და “ემოციები ახასიათებთ”.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა ქომაგების ქმედებასა და მზია ამაღლობელის საქმეს შორის, მინისტრმა უპასუხა:

„ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას (განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას) გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, და ეს არის ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა]“, — განაცხადა თამაზაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.

სულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  4. პირველი არხისამთავრობოსულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა და, მეორე მხრივ, არიან ქომაგები, რომლებსაც ახასიათებთ არაადეკვატური ქმედებები
  5. ბათუმელებიოპოზიციურითამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - საქართველოს შს მინისტრმა ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები