"ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, USAID-მა საქართველოში 13 ენჯეოს 26 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც მმართველი გუნდის თქმით, ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდებოდა.

„ქართული ოცნების“ განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების რეალურ საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ახლადგამოქვეყნებულმა ფაილებმა დაადასტურა. გასაჯაროებულ დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი სქემა, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას. ხდებოდა ომის რომანტიზება, ფერადი რევოლუციების ორგანიზება, ორკესტრირებული ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ორგანიზდებოდა გამჭვირვალობის კანონის გამოგონილი ნარატივებით დისკრედიტაციის არაერთი კამპანია.
ფული, რომელიც ენჯეოებმა საქართველოში სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად აიღეს, 26 მილიონი ამერიკული დოლარია. თანხა ძირითადად 13 ქართულ ენჯეოზე ნაწილდებოდა. ისინი Zink Network-სა და Meta-სთან თანამშრომლობით ამ თანხებს სოციალურ ქსელებში კრიტიკული აზრის გაქრობაში, ხელისუფლების კრიტიკასა და მათთვის სასურველი ნარატივების შექმნაში ხარჯავდნენ. დოკუმენტებით დადასტურებულ ინფორმაციას ოპოზიციაში ვერ უარყოფენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ ქართულმა ენჯეოებმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს.
USAID-ის მიერ დაგეგმილი საქმეების სია კი ვრცელია. მათ შორისაა 2024 წლის ძალადობრივ აქციებზე ანტისამთავრობო ნარატივების გაძლიერება, დემონსტრაციების ფინანსური მხარდაჭერა, ყველასა და ყველაფრის რუსულად გამოცხადება, ვინც გლობალური ძალების ინტერესებს ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები, ერთი მხრივ, აჩვენებს გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას, მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ ამხელს საქართველოში გარე ძალების აგენტურას.
სკანდალური მასალები შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დასტურდება, თუ როგორ ქმნიდა USAID მსოფლიოსა და საქართველოში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას. დევნიდა განსხვავებულ აზრს და ალტერნატიული, გამოგონილი, თუმცა ენჯეოებისთვის სასურველი ვირტუალური რეალობის შექმნას ცდილობდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…