მერაბ მეტრეველი: ეს ბერძნული გვერდი წერს
"ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ზურგს აქცევს თავის ეროვნულ ნაკრებს, არსებობს ერთი თორნიკე შენგელია, რომელიც გვახსენებს, რას ნიშნავს ეროვნული გერბი. თორნიკე შენგელია ათენში გამთენიისას, 4 საათზე ჩაფრინდა. ამას წინ უძღოდა მატჩი თავის კლუბთან ერთად, ღამით მგზავრობა და გზაში მიღებული სამწუხარო ამბავი, რომ ბებია გარდაეცვალა."

"ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ზურგს აქცევს თავის ეროვნულ ნაკრებს, არსებობს ერთი თორნიკე შენგელია, რომელიც გვახსენებს, რას ნიშნავს ეროვნული გერბი
თორნიკე შენგელია ათენში გამთენიისას, 4 საათზე ჩაფრინდა. ამას წინ უძღოდა მატჩი თავის კლუბთან ერთად, ღამით მგზავრობა და გზაში მიღებული სამწუხარო ამბავი, რომ ბებია გარდაეცვალა.
და მაინც, სულ რამდენიმე საათის შემდეგ, მან საქართველოს ნაკრების მაისური მოირგო, პარკეტზე გავიდა და 44 წუთი ითამაშა. გუნდს 25 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან საკუთარი ქვეყნისთვის სული და გული დადო მაშინ, როცა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პირად წუთებს გადიოდა.
და სწორედ აქ ღირს ერთი რამის გახსენება: ეროვნული ნაკრები არ არის უბრალოდ მორიგი ვალდებულება სპორტულ კალენდარში. ეს არ არის თამაში, რომელიც განრიგში შედის ან გამოდის იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს. ეს არის ეროვნული გერბი, მაისური, ქვეყანა, ბავშვები, რომლებიც გიყურებენ და ხალხი, რომელიც ელოდება, როდის დაიცავ მის ღირსებას.
ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ტრავმირებულნი არიან ან არყოფნის რეალური მიზეზი აქვთ. ჯანმრთელობა უპირველესია და ეს განხილვას არ ექვემდებარება. ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, ნაკრებს მეორეხარისხოვან არჩევნად განიხილავს. მათზე, ვისაც მუდმივად სჭირდება მიზეზი, რომ იქ არ იყოს.
არავინ გთხოვს, რომ ერთი თამაშის გამო კარიერა დაინგრიო. მაგრამ ვითხოვთ, გესმოდეს, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მაისურის ტარება. რომ არ გჭირდებოდეს ხვეწნა ჩამოსასვლელად. რომ ნაკრებს არ უყურებდე, როგორც იძულებით საქმეს ან სპორტულ ტვირთს.
შენგელიას არ დასჭირვებია ხმამაღალი განცხადებების კეთება ან სამშობლოს სიყვარულზე საუბარი. მან ეს თავისი საქციელით დაამტკიცა იმ მომენტში, როცა მოედანზე არგასვლის ყველანაირი პირადი მიზეზი ჰქონდა.
ზოგი არყოფნის მიზეზებს ეძებს. ზოგი კი პოულობს ძალას, რომ იქ იყოს მაშინაც კი, როცა ცხოვრება გამოცდას უწყობს.
და სწორედ ეს არის ის განსხვავება, რომელიც ყოველ ჯერზე უნდა გვახსოვდეს, როცა ეროვნულ გერბზე ვსაუბრობთ."

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…