პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ საფეხბურთო მატჩისას მომხდარ ინციდენტზე „ანტიქართული პოზიცია დაიკავა“, ხოლო პოლიციამ კანონის სრული დაცვით იმოქმედა.

დავით მათიკაშვილი – როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
პირველი არხი

როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ანტიქართული პოზიცია დაიკავა.

„როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ამ კონკრეტულ მოცემულობაშიც ანტიქართული პოზიცია დაიკავეს და ამაში გასაკვირი არაფერია. რასაც ვხედავთ, მათი სახეა. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რა ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება თავად ფაქტს, დავით მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები სათანადოდ არ იქცეოდნენ და ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, პროვოკაციული მოქმედებები იყო.

„თამაშის დროს იყო კონფლიქტი, რა დროსაც პოლიცია ჩაერია, რომელსაც წინააღმდეგობა გაუწიეს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება, ეს მსოფლიოში არაერთხელ გვინახავს. უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მართებს, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოიქცეს. ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები