პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა და, მეორე მხრივ, არიან ქომაგები, რომლებსაც ახასიათებთ არაადეკვატური ქმედებები

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელმა პოლიციას დემონსტრაციულად გაარტყა სილა, რაც სხვა მოვლენაა სპორტულ ქომაგებთან შედარებით, რომელთა ადმინისტრაციულად დაკავებაც გათავისუფლებით დასრულდა.

სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა და, მეორე მხრივ, არიან ქომაგები, რომლებსაც ახასიათებთ არაადეკვატური ქმედებები
პირველი არხი

სპორტული ღონისძიებების ფარგლებში არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, რაც განსხვავებული მოვლენაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

სულხან თამაზაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „რატომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, როდესაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ინვენტარის დაზიანებისთვის ადამიანები ციხეში არიან, მათ შორის მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია“.

კითხვის საპასუხოდ, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გაარტყა პოლიციას, რაც სხვა მოვლენაა.

„ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.

მზია ამაღლობელი სხვა მოვლენაა. ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად, პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  4. ბათუმელებიოპოზიციურითამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიმზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, შს მინისტრმა დაადასტურა ის, რასაც დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები