შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელმა სილა დემონსტრაციულად გაარტყა პოლიციას და არა კონკრეტულ პირს, ხოლო ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრები გაათავისუფლეს.

გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური[...] - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები.
„[მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმის სტადიონზე განვითარებული მოვლენები] ეს არის განსხვავებული მოვლენა, იმიტომ, რომ სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, არის ასეთი პრაქტიკა. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია, პოლიციის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, მართლაც მიიღო ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანება. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით. თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ყველაზე იქნება შედეგი. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ამ მოვლენას ნუ შემაფასებინებთ. გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები, რომლებსაც სამწუხაროდ აქვთ ასეთი არაადეკვატური[...]
რაც შეეხება ზიანს, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. გუშინ, მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო თურქეთის „ბეშიქთაშის“ მიერ, აქ ჩატარდა. საზოგადოებრივი წესრიგი შინაგან საქმეთა სამინისტროსი. მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებას არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე უეფა დააკისრებს”, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…