პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ხოლო ევროპული ბიუროკრატიის განცხადებები ამ თემაზე კრიტიკას ვერ უძლებს.

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
რუსთავი 2

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი განცხადებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ არ ასახელებს ამ დრომდე ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულ პირებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში ითხოვენ დამნაშავეების მიმართ ისეთ მოპყრობას, როგორსაც ისინი არ იმსახურებენ.

"თუმცა თქვენ ასევე იცით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე: რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი გავათავისუფლოთ. გვარებს ვერ გვეუბნებიან, გამოვა, რომ ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები