პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში მომხდარი დაპირისპირებისას 4 პოლიციელის დაშავების მიუხედავად დაკავებული ქომაგები გაათავისუფლეს, რაც მან მზია ამაღლობელის ქმედებისგან განასხვავა.

თამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის
ბათუმელები

„ოცნების“ შს მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, დღეს, 27 ნოემბერს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ბეშიქთაშის“ ქომაგების გათავისუფლებაზე მაშინ, როცა შსს-ს ცნობითვე, 26 ნოემბრის საფეხბურთო მატჩის დროს 4 პოლიციელი დაშავდა, რის გამოც პოლიციამ 16 პირი დააკავა.

სულხან თამაზაშვილს ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის საქმე გაახსენეს. მზია ამაღლობელი ორი წელია უკანონო პატიმრობაშია.

„ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. მოხდა რეაგირება, იყვნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ, თუმცა ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე აუცილებლად ყველაზე იქნება შედეგი.

გეტყვით ახლა განსხვავებას, ქომაგების და ქალბატონი მზია ამაღლობელის ქმედების. მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას – განა ირაკლი დგებუაძეს – გაარტყა სილა… ის იყო დემონსტრაციული აქტი – პოლიციისთვის სილის გაწნა. ეს [ქომაგების მიერ პოლიციელების ცემა] არის ქომაგები,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილს არ უთქვამს: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელების დაშავების ფაქტზე.

რა გამოდის – პოლიციელების ჯანმრთელობის დაზიანების დროს არ იწყება გამოძიება და სილის გაწვნაა „პოლიციელზე თავდასხმა“? შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს პროკურატურამ სილის გაწნის გამო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა ბრალი.

26 ნოემბრის ინციდენტის დროს 4 პოლიციელს არათუ სილა გააწნეს და ლოყა აუწითლდათ – როგორც ეს ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში მოხდა, ირაკლი დგებუაძისავე მტკიცებით, რომელმაც ექსპერტიზაც ჩაიტარა „დაზიანებაზე“ – არამედ „ოცნების“ შს მინისტრის თქმით, პოლიციელებმა „ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს“, თუმცა დაკავებული ქომაგები, მინისტრისვე თქმით, დღეს უკვე თავისუფლები არიან.

სულხან თამაზაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, „ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგიო“, ანუ თუ შსს სასამართლოში ამ სამართალდარღვევების ოქმს შეიტანს [ამ დრომდე „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ ფაქტზე ოქმი შეტანილი საერთოდ არ არის], შესაძლოა, რომელიმე ქომაგი დააჯარიმონ, ან მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდონ.

მთავარი ისაა, რომ მატჩზე მომხდარი დაპირისპირების გამო, რასაც ფიზიკური ძალადობა და პოლიციელების დაშავება მოჰყვა შედეგად, სისხლის სამართლის წესით გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. ეს ჩანს შს მინისტრის კომენტარიდან.

პროკურატურას გამოძიება სავარაუდოდ იმ პოლიციელების წინააღმდეგაც უნდა დაეწყო, ვისზეც იგივე წუხანდელი მატჩის დროს გავრცელდა კადრები: როგორ ძალადობს პოლიციელი მოქალაქეზე სტადიონის შესასვლელთან.

26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  4. პირველი არხისამთავრობოსულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა და, მეორე მხრივ, არიან ქომაგები, რომლებსაც ახასიათებთ არაადეკვატური ქმედებები
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიმზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, შს მინისტრმა დაადასტურა ის, რასაც დაცვის მხარე თავიდანვე ამტკიცებდა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - საქართველოს შს მინისტრმა ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები