სულხან თამაზაშვილი – ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს
შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, თუმცა საქმეზე შედეგები აუცილებლად დადგება. მისივე თქმით, ინციდენტისას ოთხი პოლიციელი დაშავდა, ზარალის ანაზღაურებას კი უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მასპინძელი იყო თურქული მხარე და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურება თურქულ მხარეს დაეკისრება.
„ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.
ეს ჩემი კომპეტენციას ცდება, თუმცა გუშინ მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო „ბეშიქთაშის“ მიერ, შესაბამისად ზარალის ანაზღაურებას „უეფა“, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დააკისრებს მათ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს
სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები
სულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებაზე დადგება შედეგი. მათ შორის, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…