პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს - თურქული მედია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თურქული მედიის ცნობით, ბათუმში გამართულ მატჩზე დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა საელჩოს ჩართულობით გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტისას 3 პოლიციელი დაშავდა და 16 ადამიანი დააკავეს.

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს - თურქული მედია
TV პირველი

თურქული მედიის ცნობით, საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების გათავისუფლება საქართველოში თურქეთის საელჩოს ჩართულობითა და ძალისხმევით მოხდა.

ამასთან, დაშავებული და კლინიკაში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს. პროცესს ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ზედამხედველობდნენ.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ბათუმელებიოპოზიციური„თითქმის ყველა თავისუფალია“ – თურქული მედია ბათუმში დაკავებულ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქული მედია - საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს არ ამხელს, გაათავისუფლეს თუ არა თურქი ფანებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები