პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს

თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ბათუმში თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენებაზე შეშფოთება გამოთქვა, რაზეც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ პალესტინის დროშები ფანებს უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და სახელმწიფოს ამაში მონაწილეობა არ მიუღია.

თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს
TV პირველი

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ქართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის მთავარი თემა ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტი იყო.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტები განიხილეს, რომელშიც ერთმანეთს თურქული „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ უპირისპირდებოდნენ.

თურქული მედიის ცნობით, ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და ქართულ მხარეს მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ფანები თურქეთში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

სულხან თამაზაშვილმა კი თურქ კოლეგას განუმარტა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს უარყოფს, რომ ბათუმში ინციდენტი პალესტინის დროშას მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები