თამაზაშვილი: თურქმა მინისტრმა არასრული ჩანაწერი გაასაჯაროვა, იქ თურქი ქომაგების პროვოკაციული შინაარსის ბანერებზე იყო საუბარი
შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თურქმა კოლეგამ სატელეფონო საუბრის არასრული ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც საუბარი იყო თურქი ქომაგების მხრიდან პროვოკაციული ბანერების შემოტანის მცდელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, მას ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა, რომც გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც ის თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითებდა.
ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
რა მოხდა ბათუმში:
თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს
თამაზაშვილი: თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
სულხან თამაზაშვილი: ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია
სულხან თამაზაშვილი – ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე აღიკვეთა პროვოკაციული ბანერების შემოტანა, მათი გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, პროცესები შეიძლება, უმართავი გამხდარიყო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…