სულხან თამაზაშვილი – ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე აღიკვეთა პროვოკაციული ბანერების შემოტანა, მათი გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, პროცესები შეიძლება, უმართავი გამხდარიყო
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვარზე ასამდე პროვოკაციული ბანერის შემოტანა აღკვეთეს, რომელთა სტადიონზე გამოყენების შემთხვევაში პროცესები შესაძლოა უმართავი გამხდარიყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ადასტურებს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით თურქ კოლეგასთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან სატელეფონო საუბარს და აცხადებს, რომ საუბრის ჩანაწერი რომ ჰქონოდა, სრულად გამოაქვეყნებდა.
როგორც ცნობილია, სულხან თამაზაშვილისა და მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი რამდენიმე თურქულ მედიაში გავრცელდა.
„ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმენე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი. აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როდესაც ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე დღის პირველ ნახევარში გვქონდა ინფორმაცია. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ამაზე ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საზღვარზე მოახდინა ეეფქტური პრევენცია.
„ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე, ჯერ კიდევ მატჩამდე, საპოლიციო ატაშიების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას. ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება, მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით 14.00-15.00 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო. არცერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩემს კოლეგასთან ამით დავიწყე საუბარი, რაზეც მადლობა გადაგვიხადა. შემდეგ ჰქონდათ კითხვა, მაგალითად, დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, რატომ გახდა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხრიდან. კადრებშიც ჩანს, რომ იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონით არის მოწესრიგებული უეფა-ს მიერ. ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა, სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, აკრძალულია. უეფა-ს დელეგატის სტადიონზე იმყოფებოდა, ყველა მატჩის წინ ტარდება მატჩისწინა თათბირი, ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფა-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშის, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა დაირღვა და უეფა-ს დელეგატმა მიუთითა, შეთანხმებისამებრ ეს უნდა აიღოთ. ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს
თამაზაშვილი: თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
თამაზაშვილი: თურქმა მინისტრმა არასრული ჩანაწერი გაასაჯაროვა, იქ თურქი ქომაგების პროვოკაციული შინაარსის ბანერებზე იყო საუბარი
სულხან თამაზაშვილი: ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…