პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მიმდინარეობს დაკვირვება

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მიმდინარეობს დაკვირვება
TV პირველი

ჯანდაცვის მინისტრმა ინგოროყვას კლინიკაში ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლავ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, მათი გაწერა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა ექიმები დარწმუნდებიან, რომ ყველანაირი რისკი მოხსნილია.

პირველ რიგში, მინდა ისევ მწუხარება გამოვხატო ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, ჩვენ მომსწრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის.

რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას - ნორმალურია, დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რამე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც შეიძლება ყურადღება დასჭირდეს. მხარდაჭერილია ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში. დიდი იმედი მაქვს, რომ არანაირი გართულება არ გამოვლინდება და ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმ 31 წლის კაცის მდგოამრეობაზეც ისაუბრა, რომელმაც აფეთქების შედეგაd სხეულის 87 %-იანი დამწვრობა მიიღო და ახლა დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. ყველაფრით არის უზრუნველყოფილი. ახლა, ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, ყველაფერი უტარდება. დრო გვაჩვენებს, როგორი იქნება გამოსავალი, - ამბობს მინისტრი.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობობავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
  3. იმედინიუსისამთავრობოჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
  4. TV პირველიოპოზიციურისარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
  5. POSTVსამთავრობომიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
  7. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ
  9. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე: მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად
  10. რუსთავი 2სამთავრობობავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ - მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები