მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა და განაცხადა, რომ საავადმყოფოში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, ხოლო დამწვრობის ცენტრში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ურთულესი, ძალიან მძიმე ამბავია.
რაც შეეხება აქ საავადმყოფოში მყოფებს, განსაკუთრებით ბავშვებს, მათი მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ. აქ მყოფ ორ ბავშვს არავითარი ისეთი რაიმე სახიფათო და რთული დაზიანება არ მიუღიათ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაინც და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი.
ველოდებით იქ სამძებრო სამუშაოებს, იმის მიხედვით, როგორ წარიმართება, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მხრივ და სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.
რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, როგორი საჭიროება იქნება - ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ამას ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტს, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. მინისტრის განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი ქალი იყო მოთავსებული, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…