პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმეა იმ პირის მდგომარეობა, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა. ნანგრევებიდან ხუთი ცხედარია ამოსვენებული.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
იმედინიუსი

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მძიმე რჩება იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.

მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან დაზარალებულები მოინახულა.

„მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვაჩვენებს.

ასევე ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც გაეწერა, მას არ ჰქონდა ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვდა შემდგომ დაკვირვებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.

როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ხუთი ცხედარი - სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.

ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანი რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
  3. TV პირველიოპოზიციურისარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
  4. POSTVსამთავრობომიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
  6. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები