ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის 83% აქვს დაზიანებული, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საყურადღებოა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
11 და 3 წლის არასრულწლოვნები კი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობენ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დინამიკაში გაუმჯობესებული პარამეტრების მიუხედავად, ექიმები უწყვეტ მონიტორინგსა და საჭირო მკურნალობას განაგრძობენ.
„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ ეტაპზე ვახერხებთ. მას სხეულის 83% აქვს დაზიანებული. მდგომარეობა და დიაგნოზი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაროგორია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია - დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რას ამბობს გუგა ქაშიბაძე
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…