პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან.

როგორც მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან:

"საბედნიეროდ, აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი. ველოდებით სამძებრო სამუშაოებს თუ როგორ წარიმართება. სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება რაიმე სამედიცინო მხარდაჭერა, იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ჯანმრთელობა ·
4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები