მიხეილ სარჯველაძე 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე: მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ჰოსპიტალიზებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, - განუცხადა ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე საუბრისას.
მან სამძიმარი გამოთქვა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მთელს საქართველოს მიუსამძიმრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია და დამაკმაყოფილებელი.
„კვლავაც მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რაიმე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც ყურადღება შეიძლება დასჭირდეს და არაფერი ისეთი, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს არ ვლინდება. შესაბამისად, მხარდაჭერილია ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში და ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ, უკლებლივ ყველაფერი. ასეთია ამ დროისთვის მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც არავითარი გართულება ბავშვების შემთხვევაში აღარ გამოვლინდება და შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძის თქმით, 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა.
„როგორც თავიდანვე აღინიშნა, მიღებული აქვს დამწვრობა. მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა.
ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი. შევხედოთ, ალბათ, დრო გვაჩვენებს, როგორი იქნება გამოსავალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მიმდინარეობს დაკვირვება
მიხეილ სარჯველაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ - მიხეილ სარჯველაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…