პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში დაშავებულებზე: ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მხარდაჭერა ექნებათ, სახელმწიფო ამ ყველაფერს უზრუნველყოფს

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით სრულად უზრუნველყოფს.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების შესახებ დამატებითი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, მათ საჭიროებებს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა შესაბამის რესურსია მობილიზებული, რათა სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოდ გაგრძელდეს.

"ადგილზე სამაშველო სამუშაოები მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ყველა ძალა და საჭირო რესურსი მობილიზებულია ადგილზე იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გაგრძელდეს სამაშველო სამუშაოები.

რაც შეეხება იდენტიფიცირებულ დაშავებულებს, ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. რეკომენდებული იყო, რომ 4 ადამიანი გადაყვანილნი ყოფილიყვნენ სამედიცინო დაწესებულებებში და შესაბამისად, ყველა მათგანი არის ჰოსპიტალიზებული.

მათგან ერთ-ერთი არის მცირეწლოვანი და მასთან მიმართებაში განსაკუთრებულია ყურადღება. მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი. ერთ-ერთის შემთხვევაში არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, რომელიც დამწვრობას უკავშირდება და იქაც მიმდინარეობს ყველა საჭირო მანიპულაცია.

ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მხარდაჭერა, იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ეს დასჭირდეს ექნება და სახელმწიფო ამ ყველაფერს უზრუნველყოფს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
  3. რუსთავი 2სამთავრობო4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
  4. შენი ექიმინეიტრალური4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ად
  5. TV პირველიოპოზიციური4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  6. POSTVსამთავრობოჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ჯანმრთელობა ·
შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა – გადაუდებელი დახმარების დეპარტაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები