პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია ჰოსპიტალიზებული.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
POSTV

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.

„ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, უკვე ყველა გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.

ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა.

„სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება სამედიცინო დახმარების საჭიროება, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის: ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ. შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და, სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
  3. რუსთავი 2სამთავრობო4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
  4. შენი ექიმინეიტრალური4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ად
  5. TV პირველიოპოზიციური4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები