სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კლინიკაში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ დრომდე მძიმე რჩება 31 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.
მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან დაზარალებულები მოინახულა.
„მისი მდგომარეობა მძიმეა - ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ"- თქვა მან.
მინისტრის თქმით, კლინიკა დატოვა ქალმც, რომლიც დაზიანებებით ფონიჭალიდან დილით გადმოიყვანეს.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ნორმალურია მათი მდგომარეობა.
"კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. საბედნიეროდ, არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია ასეც გაგრძელდება...
იმის მიხედვით, როგორი საჭიროება იქნება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროება, ბუნებრივია, ამას ყველაფერს ვუზრუნველყოფთ და მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ", - თქვა მან.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა - ნანგრევებში იპოვეს 5 ადამიანის ცხედარი, ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…