პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, დამწვრობის მქონე მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაში რჩება.

მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
POSTV

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან.

როგორც მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან:

“საბედნიეროდ, აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი. ველოდებით სამძებრო სამუშაოებს თუ როგორ წარიმართება. სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება რაიმე სამედიცინო მხარდაჭერა, იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მამაკაცი რომელმაც დამწვრობა მიიღო მძიმე მდგომარეობაშია.

“მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ძალიან მძიმე დაზიანება აქვს სხეულზე და არ მინდა წინასწარ რაიმე სახის დასკვნები გავაკეთო. ექიმები უკლებლივ ყველაფერს აკეთებენ, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა ამ ყველაფრიდან ამას დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.

რაც შეეხება ქალბატონს, ის უკვე გაეწერა კლინიკიდან, დღეს დილითვე იყო შეყვანილი კლინიკაში და მას არ ჰქონდა საბედნიეროდ ისეთი სახის დაზიანება, რაც მოითხოვდა მის კლინიკაში დაყოვნებას.

ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ რა საჭიროებაც გაჩნდება, ყველაფერზე რელევანტური რეაგირება იქნება,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
  3. იმედინიუსისამთავრობოჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
  4. TV პირველიოპოზიციურისარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
  6. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები