ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ - მიხეილ სარჯველაძე
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

ინგოროყვას კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია და 11 წლის ბიჭი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედასთან ერთად გადაიყვანა. მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. კლინიკაში დაშავებული ბავშვები დღეს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს. მათ დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს, დაღუპულთა ოჯახებს კი მიუსამძიმრეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მათ ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ.
"მწუხარება მინდა გამოვხატო ამ უმძიმესს ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს, შემსწრე ვართ ამ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური, დამაკმაყოფილებელია... კვლავაც მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რამე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც ყურადღება შეიძლება დასჭირდეს. მხარდაჭერილია ყველა ის საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში, უტარდებათ უკლებლივ ყველა საჭირო პროცედურა. ასეთია ამ დროისთვის მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ბავშვებში არანაირი გართულება აღარ გამოვლინდება და ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი
მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი“
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება
ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მიმდინარეობს დაკვირვება
მიხეილ სარჯველაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ და დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახებს, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ
მიხეილ სარჯველაძე 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე: მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…