პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს

თბილისის მერიაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 7 ადამიანს ეძებენ; კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მერია 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებს.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
რუსთავი 2

თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N16-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის ყველა მცხოვრები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს.

"ფონიჭალაში დღეს დილით სამწუხარო ფაქტი მოხდა - აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. შვიდ ადამიანს ეძებენ. პარალელურად, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობს.

"თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  3. TV პირველიოპოზიციურიმობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
  4. რუსთავი 2სამთავრობოერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  6. BM.GEოპოზიციური"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, სულხან თამაზაშვილი და კახა კალაძე მივიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები