კალაძის განცხადებით, ფონიჭალის აფეთქებულ კორპუსში პრობლემური მხოლოდ ორი სადარბაზოა
კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსში საცხოვრებლად უვარგისი მხოლოდ ორი სადარბაზოა და სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შემოწმება დასრულებულია და ამ ეტაპზე საცხოვრებლად უვარგისი მხოლოდ ორი სადარბაზოა. მისივე თქმით, სასტუმროებში გადაყვანას სულ 28 ოჯახი საჭიროებს.
როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორპუსის შემოწმება მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად განახორციელა.
„მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად, ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ“, — განაცხადა კახა კალაძემ.
საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის, 5-სართულიან კორპუსზე, რომელშიც 90-მდე ოჯახი ცხოვრობს.
კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს თავდაპირველად მზაობა ჰქონდა, სასტუმროებში კორპუსში მცხოვრები 90-ვე ოჯახი გადაეყვანა, თუმცა ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.
„მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანზე, რომლებთანაც გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან გაკეთდება“, — აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას, თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოები გრძელდება და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საჭირო ტექნიკა. კახა კალაძემ დასძინა, რომ სამაშველო ოპერაციის დეტალებსა და სირთულეებზე უმჯობესია სპეციალისტებმა ისაუბრონ, სიახლეების შესახებ კი საზოგადოებას ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
15 სტატიაკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
ერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
კახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი
143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე
კალაძე: მხოლოდ 2 სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად... 28 ოჯახის სასტუმროში გაყვანაზეა საუბარი
კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
62 ოჯახი კორპუსში რჩება – “შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ”– კალაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…