პოლიტიკა · 19 ნოემბერი, 12:17
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, სულხან თამაზაშვილი და კახა კალაძე მივიდნენ
ფონიჭალაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების ადგილზე, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მერი კახა კალაძე მივიდნენ; მაშველები 7 ადამიანს ეძებენ, კლინიკაში კი 4 დაშავებულია გადაყვანილი.

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მივიდნენ.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…