პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს

თბილისის მერია

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 28 ოჯახს, ასზე მეტ ადამიანს, მერია დროებით სასტუმროებში განათავსებს.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
პირველი არხი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაჰყავს.

როგორც ადგილზე მყოფმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასზე მეტი ადამიანი ექვს სასტუმროში განთავსდება.

მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.

„მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე, მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი, ასზე მეტი ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ადგილზეა ყველა უწყება და მერიის შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო შვიდის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

15 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 6ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მუნიციპალური ლაბორატორია ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას სწავლობს, თუ საჭიროება იქნება, ყველა ოჯახს დავაბინავებთ, ყველაფერი უზრუნველყოფილია
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  3. TV პირველიოპოზიციურიმობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ საჭირო გახდა, ყველა ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე
  4. რუსთავი 2სამთავრობოერთობლივად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა და სამუშაოს გატარება, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსში მაცხოვრებელ 90 ოჯახს დავაბინავებთ - კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  6. BM.GEოპოზიციური"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა
  7. რუსთავი 2სამთავრობოფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
  8. POSTVსამთავრობოკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ: “მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ”
  9. ფორმულაოპოზიციურიკალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე: თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
  10. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად - გვქონდა მზაობა, რომ 90 ოჯახი გაგვეყვანა სასტუმროში, თუმცა აუცილებლობა არ არის და ახლა 28 ოჯახზეა საუბარი
  11. რუსთავი 2სამთავრობო143 ადამიანი გადანაწილებული იქნება სხვადასხვა სასტუმროებში და ჩვენი მხრიდან ყველანაირი საჭირო დახმარება გაეწევათ - კახა კალაძე
  12. TV პირველიოპოზიციურიკალაძე: მხოლოდ 2 სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად... 28 ოჯახის სასტუმროში გაყვანაზეა საუბარი
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიკალაძის განცხადებით, ფონიჭალის აფეთქებულ კორპუსში პრობლემური მხოლოდ ორი სადარბაზოა
  14. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
  15. ალიაოპოზიციური62 ოჯახი კორპუსში რჩება – “შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ”– კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები